ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს, მის 21 წლის შვილს უთვალთვალებენ და ფოტოებს უღებენ. განცხადება ამის შესახებ "ენმ"-ს ერთ ერთმა ლიდერმა და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
დეკანოიძე კონკრეტული დღეც დაასახელა და კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის გვარიც. მისი ინფორმაციით, მანქანა, რომელიც მის შვილს დაყვება და ფოტოებს უღებს, გლდანის განყოფილების თანამშრომელს, პეტრიაშვილს ეკუთვნის.
დეკანოიძე ამბობს, რომ შსს და სუს-ი ხელისუფლების დავალებით პოლიტიკური ოპონენტების დაშინება-შანტაჟზე მუშაობს და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ ინფორმაციით.