სამწუხაროდ, ხელისუფლება არ შეგვხვდა, რატომღაც დრო ვერ გამონახეს | ბუნდესტაგის დელეგაციის წევრი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციამ პრესკონფერენცია გამართა. მანამდე ოთხი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ოპოზიციასთან და უმრავლესობასთან, საიდანაც კოლეგებს მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა. სამხარაძემ მოგვიანებით მედიასთან თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმერეთში იმყოფება და ამის გამო ვერ შეხვდა დელეგაციის წევრებს. ცნობილია, რომ ქუთაისში იმყოფება პრემიერი ირაკლი კობახიძეც, ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე იმყოფებოდა.

დელეგაციის წევრებმა დაადასტურეს, რომ სურდათ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრა, ასევე შეხვედრა მეორე და მესამე დონეზე, თუმცა უარი მიიღეს.

ბუნდესტაგის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ახლანდელი პოლიტიკით არ არსებობს გზა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

"სამი დღე ვიყავით აქ, შევხვდით არასამთავრობოებს, ოპოზიციურ პარტიებს. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ შეგვხვდა, ჩვენი სურვილის მიუხედავად. ჩვენ ვითხოვეთ შეხვედრა უმაღლეს დონეზეც, მეორე და მესამე დონეებზეც, მაგრამ უარი მივიღეთ. დრო რატომღაც ვერ გამონახეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვიზიტი კვირების წინ იყო დაგეგმილი. იმედის მაქვს, არჩევნების შემდეგ დემოკრატიისკენ სვლა გაგრძელდება ძლიერი მთავრობით. ეს კიდევ უფრო სამწუხაროა იმ ფონზე, რომ საქართველოს გერმანიისგან ასეთი მხარდაჭერა აქვს", - თქვა ულრიხ ლეხტემ.

ოთხი პარტიის წარმომადგენელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება იგივე პოლიტიკას გააგრძელებს, ბუნდესტაგის მხრიდან საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად პარლამენტის მხარდაჭერა არ იქნება. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი