EU-სთან მოლაპარაკების დასაწყებად 9 ნაბიჯს დაემატოს მეათე, [რუსული] კანონის გაწვევა | ბუნდესტაგის დელეგაცია

გამოქვეყნდა:

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციამ პრესკონფერენცია გამართა. მანამდე ოთხი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ოპოზიციასთან და უმრავლესობასთან, საიდანაც კოლეგებს მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა. 

ნილს შმიდმა, თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. მისი თქმით, იმ ცხრა ნაბიჯს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს რათა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, უნდა დაემატოს მეათე - რუსული კანონის გაუქმება.

"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარებით საქართველოში და მისი ევროპული მომავლის ბედით და ეს არის ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა გავაჟღეროთ ორი ძალიან მკაფიო გზავნილი -  პირველია ის, რომ ჩვენ ველით, რომ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს იქნება სამართლიანი და თავისუფალი. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები დემოკრატიისა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. საქართველოს გადასაწყვეტია რა გზით წავიდეს და ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ ამ არჩევნების შედეგებს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა აფასებს და უფრთხილდება დემოკრატიას და ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში. მომზადების პროცესში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები. 

მეორე გზავნილი შემდეგია, მთავრობის მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ამის შესახებ ნათლად განაცხადა ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით. ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი პროცესის გადაწყვეტისთვის საჭიროა პარლამენტის თანხმობა, ჩვენი პარტიები წარმოადგენს გერმანიის ბუნდესტაგის უდიდეს უმრავლესობას, ახლანდელი პოლიტიკის ფონზე საქართველო ვერ მიიღებს გერმანიის პარლამენტის თანხმობას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე. ყველამ იცის ის 9 ნაბიჯი რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა დავამატოთ მეათე ნაბიჯი და ეს უნდა იყოს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაწვევა, რომელიც აშკარად წინააღმდეგობაშია ევროპულ სტანდარტებთან", - თქვა მან. [ფორმულას თარგმანი]

იურგენ ჰარდტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, გერმანიის პოლიტიკაში სტაბილურობა შენარჩუნდება და პრინციპებთან და სტანდარტებთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნება. 

"ადრე რეგიონში საქართველო ლიდერი იყო, მაგრამ ახლა სამწუხაროდ საპირისპირო მიმართულებით დაიწყო სვლა და ფსკერზე აღმოჩნდა. მინდა გითხრათ, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონით საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში. ჩვენ არ მივცემთ ხმას საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას, სანამ ეს კანონი და ასევე კანონი ადამიანის უფლებების შესახებ გაუქმებული არ იქნება", - თქვა დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, დებორა დიურინგმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი