ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დასაწყებად ერევანში ჩადის

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, მარგარიტის სხინასი ორშაბათს ერევანში ჩავა, რათა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყოს. 

ევროკომისიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხინასი ერევანში შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის ვიცეპრემიერს მჰერ გრიგორიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის დაწყებაზე ივლისში შეთანხმდნენ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი