"მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება, წმინდა წყლის ტყუილია" | კობახიძე სენატორ ჯინ შაჰინს სიცრუეში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომ პრემიერმა კობახიძემ აშშ-ს სთხოვა, შეეჩერებინა კრიტიკული არასამთავრობოების დაფინანსება, მთავრობის მეთაურმა ტყუილი, სამწუხარო და შემაშფოთებელი უწოდა.

„სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება -  რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი“, -  ამბობს კობახიძე.

 მისი თხოვნა იყო, შეგვეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება. მათი, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულად იყვნენ განწყობილები "ოცნების" ხელისუფლების მიმართ - ეს განცხადება სენატორმა National journal-თან ინტერვიუში გააკეთა, სადაც საქართველოში ვიზიტის დროს, ხელისუფლებასთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი