რუსეთში ოკუპირებული რეგიონების ანექსიაზე ალაპარაკდნენ | "ოცნებაში" ამბობენ, რომ "პაუზის დროა"

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს. ივანიშვილის გუნდი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის მიმდინარე პროცესები მათი საქმე არ არის. 

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ქართული ოცნება კრემლთან თანამშრომლობს და ამას მოწმობს მათი ღიად პრორუსული კურსი და ოკუპანტი ქვეყნის ქმედებებზე დუმილი. 

კრემლი ღიად იმუქრება, რომ ე.წ რეფერენდუმის გზით ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონები შეიძლება  რუსეთს მიუერთდეს. ამაზე სასაუბროდ ამჯერად დუმის დეპუტატი შეარჩიეს, რომლის "რჩევითაც", ასეთი ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ შეიძლება, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმი ჩატარდება . 

დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განთავსების, ე.წ აპარტამენტების კანონპროექტის მიღების მცდელობისა და  არაერთი პროვოკაციული ნაბიჯის შემდეგ, კრემლმა ჯერ სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს და წაუყენა რამდენიმე ულტიმატუმი, რაც მათ შორის ოპოზიციონერების შესახებ დეტალური ინფორმაციის გადაცემას გულისხმობს ოკუპანტი სახელმწიფოსთვის.

კრემლის პირობებს აფხაზეთის მოსახლეობაში მძიმე რეაქცია მოჰყვა, თმაცა საოკუპაციო რეჟიმის მარიონეტი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუსეთის ფინანსები პრიორიტეტია და გარკვეული ვალდებულებების შესრულება ე.წ მთავრობას მოუწევს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რუსეთი აფხაზეთის სრულად ანექსიისთვის მორიგ ნაბიჯს გადადგამს.

კრემლი ავალდებულებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ მთავრობებს ეკონომიკურ, სასამართლო, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისკენ, აფხაზეთში უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების მოხსნისა და პრორუსული რეფორმების გატარებისკენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი