„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რუსული კანონი კომერციულ ბანკებს იმგვარი ინფორმაციის გაცემას სთხოვს, რომლის გაცემასაც მათ კომერციული ბანკების შესახებ კანონი არ ავალდებულებს - სტატია ამ თემაზე "ნეტგაზეთმა" მოამზადა.
საუბარია საბანკო საიდუმლოთი დაცულ ინფორმაციაზე, რაშიც მათ შორის მოქალაქის ან ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების ამონაწერებიც მოიაზრება, ტრანზაქციებიც და ა.შ.
საკანონმდებლო ჩანაწერს იუსტიციის სამინისტრო იმგვარად განმარტავს, რომ ბანკებმა რუსული კანონით უნდა იხელმძღვანელონ, ეროვნულ ბანკს კი ამ დრომდე ოფიციალური, წერილობითი განმარტება არ გაუკეთებია. „ნეტგაზეთი“ წერს, რომ სებ-ს კითხვით პირველად 30 სექტემბერს მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
როგორც ირკვევა, იუსტიციის სამინისტროს სურს კომერციული ბანკებიდან მიიღოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი თანამშრომლების საბანკო საიდუმლოების ამსახველი ინფორმაცია.