"560-ვე დაკავშირებულია "ოცნებასთან"; მირანდა მესხი დავალებებს იღებს სუს-სგან" | წითლიძე ზუგდიდის საოლქო- საარჩევნო კომისიების წევრებზე

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომაზე საუბნო კომისიების წევრთა დამტკიცება პირველი კენჭისყრით ვერ მოხერხდა, რადგან სიას მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, თუმცა მეორე კენჭისყრით საუბნო კომისიის 560-ვე წევრი დაამტკიცეს.

ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებით, ყველა მათგანი "ქართულ ოცნებასთანაა" დაკავშირებული:

"560 ადამიანის სია იყო ზუგდიდში, შესაბამისად, 560-ვე გავშიფრეთ: ერთიც კი არ არის ადამიანი, რომელიც არაა "ქართულ ოცნებასთან' დაკავშირებული ან არ არის "ქართული ოცნების" წევრი. ეს არის დანაშაული, რომლის სათავეში დგას საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხი, რომელიც, თავის მხრივ, უშუალო დავალებებს იღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან" განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ.

560-დან 210 პირი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელად, 350 კი კომისიის წევრებად დაამტკიცეს. 

შეგახსენებთ, დღეს ყველა რეგიონში საოლქო-საარჩევნო კომისიების სხდომა იყო ჩანიშნული, სადაც საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები უნდა დაემტკიცებინათ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით შეირჩა და არჩევნებზე ისინი "ქართული ოცნების" ინტერესებს გაატარებენ.

საუბნო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელები და წევრები აირჩიეს გორშიც. ოპოზიცია მათთან ჯერ გასაუბრების ჩატარებას ითხოვდა, თუმცა უარი მიიღეს. გორშიც ამბობენ, რომ კომისიები დაკომპლექტდა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებითა და საჯარო მოხელეებით, მაგალითად, სკოლის დირექტორებით, რომლებსაც "ოცნების" მხარდამჭერ აქციებზე თანამშრომლები ალით მიჰყავთ, შესაბამისად ნეიტრალურები ისინი ვერ იქნებიან.

საოლქო კომისიების წევრების ნეიტრალურობას ეჭვქვეშ აყენებენ თელავშიც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი