"სტრატეგია აღმაშენებელმა" ქუთაისში მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე წარადგინა

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში პარტიის მერობის კანდიდატი, ანდრო ლოსაბერიძე წარადგინა. ის ამომრჩევლებს ცოტა ხნის წინ, თეთრ ხიდზე შეხვდა.

ჩვენი შეკრების ძირითადი საკითხი - ანდრო ლოსაბერიძე, მშრომელი, განათლეით ინჟინერ-ეკონომისიტი, ამერიკული განათლება აქვს მიღებული რედ კორპორაციის მიერ გაკეთებული პროექტებიდან გამომდინარე. აქვს დიდი გამოცდილება მშენებლობის და აღმშენებლობის, - თქვა გიორგი ვაშაძემ.

მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქუთაის სჭირდება პარლამენტი, რომელიც თბილისში დააბრუნეს. მისი თქმით, გუნდს ბევრი ამბიციურ პროექტი აქვს, რომელიც ქუთაისს განვითარებას მოუტანს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი