"კომისიას არ ევალება გენეალოგიის მოკვლევა" | მირანდა მესხი ზუგდიდის საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე

გამოქვეყნდა:

"კომისიას არ ევალება მათი გენეალოგიის მოკვლევა, ვინ ვისი ნათესავია ვინ ვისი ოჯახის წევრია" - ასე ეხმაურება ზუგდიდის  საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ოპოზიციის ბრალდებას რომ საოლქო კომისიაში ნეიტრალურ წევრებად ცესკომ სიპებისა და ააიპების წარმომადგენლებთან ერთად ქართული ოცნებასთან დაახლოებული პირები დანიშნა. 

მესხი ამტკიცებს, რომ კომისია კანონმდებლობის სრული დაცვითა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით დამტკიცდა. 

"საოლქო  საარჩევნო კომისია კანონმდებლობის სრული დაცვით და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით, აირჩია საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა. საოლქო დონეზე, უბნის დონეზე შემადგენლობის დაკომპლექტებისას ყოველთვის ხდება საარჩევნო გარემოს დისკრედიტაცია, სტიგმატიზაცია ასარჩევი, კონკურსში მონაწილე პირების... 

კომისიას არ ევალება მათი გენეალოგიის მოკვლევა, ვინ ვისი ნათესავია ვინ ვისი ოჯახის წევრია. ჩვენთვის მთავარია ის დოკუმენტაცია რომელიც სავალდებულოა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად" - ამბობს მირანდა მესხი.

ზუგდიდში საუბნო კომისიის 560-ვე წევრი დაამტკიცეს. 210 პირი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელად, 350 კი კომისიის წევრებად. "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებით, 560-ვე "ოცნებასთანაა" კავშირში.


 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი