გასულ ღამეს რუსულმა დრონებმა ისევ დაარღვიეს ბელარუსის საჰაერო სივრცე | Gayun

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს რუსულმა დრონებმა ისევ დაარღვიეს ბელარუსის საჰაერო სივრცე. როგორც ბელორუსული Gayun ტელეგრამ არხზე წერს, საზღვარი გადაკვეთა შვიდმა "შაჰედის" ტიპის დრონმა, რომლებსაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს. 

6-7 სექტემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით სულ 67 დრონი გაუშვეს, საიდანაც უკრაინამ 58 ჩამოაგდო.

Gayun წერს, რომ დრონების გარდა, ბელარუსის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ერთი რუსული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატიც. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა ლიეტუვის საზღვართანაც მიაღწია.

ამ დროისთვის არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, ჩამოაგდეს თუ არა თვითმფრინავები, თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ  ბელარუსის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები ცაში მთელი ღამის განმავლობაში მოქმედებდნენ.

შეგახსენებთ, ბელარუსმა 2 დღის წინაც დაადასტურა, რომ მათ საჰაერო სივრცეში დრონები გაანადგურეს, მაგრამ არ დაუზუსტებია, რომელი ქვეყნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი