ბელარუსი ამბობს, რომ მათ საჰაერო სივრცეში დრონები გაანადგურეს, მაგრამ არ აზუსტებ რომელი ქვეყნის

გამოქვეყნდა:

ბელარუსმა პირველად დაადასტურა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია საზღვარგარეთიდან ქვეყანაში უპილოტო საფრენი აპარატების შესვლისა და მათი განადგურების შესახებ. 

ხუთშაბათს ღამით, მონიტორინგის არხმა "Беларускі Гаюн" გაავრცელა ცნობა ბელარუსის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დრონის შეღწევის შესახებ. მათი ცნობით, ეს იყო "შაჰიდის" ტიპის დრონები, რომლებსაც რუსეთი იყენებს და ისინი გომელთან ახლოს ჩამოაგდეს.

ბელარუსი არ აკონკრეტებს რომელი ქვეყნის უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს, არც მათ რაოდენობას.

"5 სექტემბერს დაფიქსირდა ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ უპილოტო საფრენი აპარატებით. მიღებულ იქნა მათი განადგურების გადაწყვეტილება", - ნათქვამია საჰაერო თავდაცვის ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის განცხადებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დრონები ბელარუსიაში შეფრინდნენ. როგორც ადრე "Беларускі Гаюн" იტყობინებოდა, ამ ზაფხულს რუსული დრონები ბელარუსიაში სულ მცირე ოთხჯერ შეაღწიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი