"შევუერთდი ძალიან მაგარ გუნდს... სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იქნება, უბრალოდ, ახლა მაქვს პერიოდი, დიდი დრო დამჭირდება, რომ ტრავმები მოვიშუშო" | გენო პეტრიაშვილი

გამოქვეყნდა:

"შევუერთდი ძალიან მაგარ გუნდს... სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იქნება, უბრალოდ, ახლა მაქვს პერიოდი, დიდი დრო დამჭირდება, რომ ტრავმები მოვიშუშო", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" სიის ოცეულის წევრი, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მედიასთან საუბრობს. 

მე, როგორც გენო პეტრიაშვილმა, ძალიან ბევრი მაგარი ემოცია შევძინე ჩემს გულშემატკივარს, რაც შემეძლო და ახლაც ვეცდები, რომ ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს. ძალიან უყვარს თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენი სამშობლო და ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება...

სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის, ყოველთვის იქნება, უბრალოდ ახლა მაქვს პერიოდი, დაახლოებით, დიდი დრო დამჭირდება, რომ ტრავმები მოვიშუშო, მაგრამ ვრჩები სპორტში, - თქვა პეტრიაშვილმა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი