კოალიცია "ძლიერი საქართველო": საგარეჯოში ჩვენი რეგიონული ორგანიზაციის წევრი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" განცხადეით, საგარეჯოს რეგიონალური ორგანიზაციის წევრი, ვუსალ კაიბოვი, რომელიც 10 სექტემბერს დააკავეს, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდების მხარე ოპოზიციონერის პატიმრობას აღარ ითხოვს.

"პროკურატურამ ვუსალ კაიბოვისთვის წარდგენილი მუხლი შეცვალა და მას ახლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ედავება.

თანაგუნდელის მხარდასაჭერად საგარეჯოში “ძლიერი საქართველოს” ლიდერები და იურისტები იმყოფებიან. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მხარეები უახლოეს საათებში აღკვეთი ღონისძიების სახეებზე იმსჯელებენ", - წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ აცხადებდა, რომ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ამოიღეს. თავად კაიბოვის ადვოკატი კი ამბობს, რომ დაკავებული ამას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი