მარნეულში ერთ-ერთ ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა ისროლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით ე.წ. "ქურდული სამყაროს" მხარდამჭერებმა ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს. მან აღნიშნულზე უარი თქვა, დილით კი სახლში ხელყუმბარა ესროლეს. ხელყუმბარა არ აფეთქდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, დაწყებულია გამოძიბეა. არსებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი