"პრეზიდენტისთვის ქვეყნის მოღალატე არ მიწოდებია და არც არავის არ ვუწოდებ" | ტალახაძე "ოცნების" პოზიციას არ იზიარებს

გამოქვეყნდა:

ოლიმპიური ჩემპიონი და ახლა უკვე "ქართული ოცნების" სიის მე-7 ნომერი ლაშა ტალახაძე პარტიის პოზიციას არ ეთანხმება და საქართველოს პრეზიდენტს "მოღალატედ" არ თვლის.

შესაბამისი კომენტარი ტალახაძემ სახალხო მიღებაზე გააკეთა, სადაც პრეზიდენტმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა: 

"მე ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი არის ხალხის სამსახურში. შეიძლება უხეშად გამოვიდეს, მაგრამ ვთვლი, რომ მოვალეობაც კი არის, რომ როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი აღწევს დიდ წარმატებას მსოფლიო ასპარეზზე, უნდა გადასცე და მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის. ნამდვილად დასაფასებელია...ქვეყნის მოღალატე არ მიწოდებია და არც არავის არ ვუწოდებ და მათ მოკითხე, ვინც უწოდებს. რაშიც მე რ ვარ კომპეტენტური  იმას ნუ შემეკითხებით, მე ისიც ვიცი, რომ  ოლიმპიელების დაჯილდოებაზეც იყო ქალბატონ პრეზიდენტი მოწვეული, მაგრამ არ მობრძანდა, მაგრამ ეს პირადად მე არ მწყენია...დარწმუნებული ვარ, მას გარკვეული მიზეზები ჰქონდა" ამბობს ტალახაძე.

განსხვავებული პოზიცია აქვს მეორე ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს: 

"მე ვარ ამ ჯილდოსთვის აქ მოსული და ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისთვის. პოლიტიკაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ აქ, მაგრამ რადგან შეეხე გეტყვი,რომ მე პირადად პრეზიდენტის პოლიტიკურ პოზიციას ვემიჯნები სრულიად და ჩემთვის მიუღებელიც არის და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი - ვთვლი რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს ღირსეული, ქრისტიანი და ქართველი ხალხის ინტერესების მატარებელი პრეზიდენტი" თქვა ბექაურმა. 

პრეზიდენტმა ორბელიანების რეზიდენციასთან დღეს ოლიმპიელებსა და პარალიმიპიელებს უმასპინძლა და ორდენებით დააჯილდოვა.  მიუხედავად იმისა რომ მიწვეული იყო ხელისუფლება, "ოცნების" მთავრობამ ღონისძიებას ბოიკოტი გამოაცხადა.  ივანიშვილის გუნდმა გუშინ ცალკე მიღება გამართა პარალიმპიელებისთვის, მანამდე  კი ოლიმპიური ნაკრებისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი