წყალდიდობის საფრთხის გამო, ჩეხეთში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა

გამოქვეყნდა:

ძლიერი წვიმის გამო ჩეხეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება. 

წყალდიდობის საფრთხის გამო ჩეხეთის რკინიგზის გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას დაგეგმილი ყველა რეისი გადადებულია. ათობით ხაზზე უკვე შეჩერებულია მოძრაობა, რისი მიზეზიც სარკინიგზო ხაზებზე წაქცეული ხეებია. 

დედაქალაქ პრაღაში მდინარე ვლტავაზე შეჩერებულია საზღვაო მიმოსვლა. სამაშველო სამსახურებმა დაასრულეს მზადება მდინარის შესაძლო ადიდებისთვის, დაიხურა მოედნები და პარკები.ასევე შეწყვიტა მუშაობა პრაღის ზოოპარკმაც. მოქალაქეებს მოუწოდეს საჭიროების გარეშე არ გამოვიდნენ ქუჩაში და არ გამოიყენონ ავტომობილი.

შეგახსენებთ, ცენტრალური ევროპის ქვეყნები, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობისთვის ემზადებიან

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი