"ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს სეპარატისტებს" | პარლამენტთან ხვალ აქცია დაანონსდა

გამოქვეყნდა:

"არა კრემლის დიქტატს" - ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონი" ოლიგარქის დღევანდელი განცხადების პასუხად, ხვალ, 15 სექტემბერს, 19 საათიდან, პარლამენტთან აქციას აანონსებს:

დღეს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო იყო დამნაშავე 2008 წლის ომში და საქართველო დაესხა ოს ხალხს თავს. ამით მან ქართველი მებრძოლი გმირები გაუთანაბრა ტერორისტებს და ოსი ხალხი გენოციდში დასდო ბრალი!
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს ოს და აფსუა სეპარატისტებს.
ეს არის საქართველოსა და მისი გმირების შეურაცხყოფა! სულში ჩაფურთხება!
ხვალ, 15 სექტემბერს, 19:00- დან ვიკრიბებით პარლამენტთან. კოლაბორანტებს პასუხი უნდა გაეცეთ! " აცხადებს მოძრაობა

იხილეთ:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი