"თბილად მივესალმებით! "| პუტინის პროპაგანდისტი სიმონიანი ივანიშვილის რუსულ განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ოლიგარქი ივანიშვილის განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება ოკუპანტების მხრიდან. ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ქართული მხარე დაადანაშაულა და რუსული პროპაგანდით თქვა, რომ ქართველმა ხალხმა ამისთვის ბოდიში უნდა მოუხადოს ოს დებსა და ძმებს. 

კრემლის პროპაგანდისტი მარგო სიმონიანი ივანიშვილის განცხადებას მიესალმება და ოლიგარქს საკუთარი ქვეყნის ომში დადანაშაულებისთვის აქებს: 

"საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა. თითქოს, მრავალწლიანი ლოთობიდან და ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით!" - წერს პუტინის რუპორი.

შეგახსენებთ, ოლიგარქმა მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ბრონირებული აკვარიუმიდან სწორედ გორში, იმ ქალაქში გააკეთა, რომელსაც 2008-ში რუსეთი  ბომბავდა. 

იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი