G7-ს ირანს მოუწოდებს, რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების მიწოდება შეწყვიტოს

გამოქვეყნდა:

G7-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანს მოუწოდებენ, რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტებისა და საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება შეწყვიტოს. ამის შესახებ მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ირანმა რუსეთს პირველი Fath-360 რაკეტები მიაწოდა. თეირანი ამას უარყოფს, მოსკოვი კი კომენტარს არ აკეთებს.

"ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს რუსეთის უკანონო ომის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ და შეაჩეროს ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მიწოდება, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინელ ხალხს და ფართო ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, -ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ G7-ის ქვეყნები არ იტყვიან უარს მცდელობებზე, ირანს დააკისრონ პასუხისმგებლობა, უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის და ამასთან დაკავშირებით მიიღონ ახალი ზომები. 

10 სექტემბერს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა შეაჩერეს ირანთან პირდაპირი ფრენები. 

აღსანიშნავია, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა დააანონსა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი