"ბოდიში არა და არასდროს" | ქუთაისში აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"ბოდიში არა და არასდროს" - ქუთაისში დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება. 

"ჩვენი ვალია საქართველოს და ქართველი ხალხის ღირსება დავიცვათ. რეჟმს პასუხი უნდა გავცეთ! დღეს, 20:00 საათზე ქალაქის ცენტრში, თეატრის წინ, რეჟიმს ჩვენი მკაფიო პოზიცია გავაგებინოთ", - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, ქართველ ხალხს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისთვის ბოდიში მოგვახდევინოს და ამას ისინი შეეწინაღმდეგებიან. 

“"ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის “გაჩაღებისთვის” ნაციონალურ მოძრაობას გაასამართლებს, “ბოდიში უნდა მოვიხადოთ” იმის გამო, რომ ამ პარტიამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები", - განაცხადეს მათ.

 იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი