"არა კრემლის დიქტატს" - ამ წუთებში, ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ოლიგარქი ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.