გორელი ჩინოვნიკები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მიერ მათ ქალაქში გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს ტაშს უკრავდნენ, დღეს ამ განცხადებების კომენტირებისგან თავს იკავებენ და მედიას ემალებიან. უჭირთ ომის დაწყებაში დამნაშავის დასახელებაც.
"არ ვიცი, ვერ გეტყვი მაგას, რა თქმა უნდა, რაღაც შეფასებები ვიცი, მაგრამ რეალური ფაქტი არ ვიცი რა და როგორ იყო ზუსტად. რეალურად ხომ არ ვიცი რა და როგორ იყო, რეალობა არავინ არ იცის. კი რუსეთი ბომბავდა საქართველოს... შიდა სამზარეულოში რა ხდებოდა და ვინ წამოიწყო ეს ვინ იცის," - აცხადებს გორის კულტურის სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებას და განცხადებას, რომ ოსებისთვის ბოდიშია მოსახდელი, შიოშვილი ამბობს, რომ მას ეს განცხადება არ მოუსმენია.
"მე ეგ არ გამიგია და კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ მომისმენია რატომ თქვა წინა შესავალი რა ჰქონდა, რას მიაყოლა არ ვიცი," - აცხადებს რამაზ შიოშვილი.
გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი მედიას ადანაშაულებს, რომ გმირების ოჯახები შეცდომაში ჟურნალისტებს შეჰყავთ და მედიას ურჩევს, ინფრასტრუქტურაზე და "ოცნების" გაკეთებულ საქმეებზე ისაუბროს.