"პოლიციის მაღალჩინოსნებმა მითხრეს, რომ ერთი დღით საერთოდ წავსულიყავი ქალაქიდან, დამეკეტა რესტორანი" | გორში ოლიგარქის სტუმრობისას დაკავებული ბიზნესმენი

გამოქვეყნდა:

გორში მდებარე ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელი სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი, რომელიც ოლიგარქი ივანიშვილის გორში სტუმრობის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, დღეს უკვე თავისუფალია. მან იზოლატორი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

"წინა დღეს მოვიდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები და მითხრეს, რომ ერთი დღით საერთოდ წავსულიყავი ქალაქიდან, დამეკეტა რესტორანი და ერთი დღე არ მემუშავა, მაგაზე დავიწყე სიცილი და ვუთხარი უარი. შემდეგ მოვიდა სხვა პოლიციელი და მითხრეს, რომ ტერიტორიაზე შემოვიდოდნენ სპეცსამსახურები და განლაგდებოდნენ სნაიპერები. მე მაგაზეც უარი ვუთხარი. მე ტურისტებს ვემსახურები, წინასწარი ჯავშნები მქონდა და ვუთხარი უარი.

მეორე დილით რომ მოვდიოდი სამსახურში, მანქანით არ შემიშვეს. შემდეგ ფეხით წავედი, იქ უკვე თელია იყო მობილიზებული ბანდასთან, ვითომ სამართალდამცავები რომ არიან და უბრალოდ დამაკავეს. ვერც გავიგე რატომ," - აცხადებს იოსებ ბაბაევი.

იხილეთ ასევე:
იოსებ ბაბაევს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან | საპოლიციო ძალები მის რესტორანშიც არიან მობილიზებულნი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი