ეროვნული ბანკის ცნობით, 2024 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 290.6 მლნ აშშ დოლარი (784.4 მლნ ლარი) შეადგინა. ეს 0.3%-ით (0.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2023 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
შემოსული გზავნილების 17.47% ამერიკაზე მოდის - 50.77 მლნ აშშ დოლარი; მეორე ადგილზეა იტალია (16.96%) - 49.29 მლნ დოლარი; მესამეზე რუსეთი (14.64%) - 42.55 მლნ დოლარი, მას მოსდევს: გერმანია - 25.37 მლნ დოლარი; საბერძნეთი - 22.35 მლნ დოლარი; ისრაელი - 19.83 მლნ დოლარი;
2024 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.1 მლნ აშშ დოლარი (89.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის აგვისტოს (29.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ით მეტია.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილთო ლინკზე.