"საქართველოში ჯერ ისევ არსებობს შინაგანი გადაფასების და საკუთარი შეცდომების აღიარების რესურსი“ | დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო ოლიგარქის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ოლიგარქი ივანიშვილის გორში გამოსვლას და ოსების წინაშე მობოდიშების მზადყოფნას განცხადებით ეხმაურება. მათი განცხადებით, ის "აფხაზეთის რესპუბლიკას" პირდაპირ არ უკავშირდება და მსგავსი განცხადება, შეიძლება გახდეს მშვიდობიანი არსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი. 

“მსგავსი განცხადება, თუ ის გამყარებულია რეალური ნაბიჯებით შერიგებისკენ, დამყარებული წარსულის შეცდომების გადაფასებასა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზი ხალხის მიმართ მობოდიშებისკენ, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდების უარყოფასა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე, შეიძლება გახდეს პროცესის დასაწყისი, რომელიც მშვიდობიანი არსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიდის”. - ნათქვამია განცხადებაში. 

დე-ფაქტო უწყების შეფასებით, ოლიგარქის განცხადება უჩვენებს, რომ „საქართველოში ჯერ ისევ არსებობს შინაგანი გადაფასების და საკუთარი შეცდომების აღიარების რესურსი, როგორც ეს ბევრჯერ ყოფილა ჩვენს ურთიერთობებში“.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მოჰყავს მობოდიშების მაგალითები საბჭოთა წარსულიდან - როდესაც კომუნისტური პარტიის პლენუმზე 1956 წელს სტალინისა და ბერიას „ქმედებები დაგმეს აფხაზეთის მიმართ“ და ედუარდ შევარდნაძის განცხადება 1978 წლის 27 ივნისს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის XI პლენუმზე, როცა მან თქვა, რომ „აფხაზი ხალხის მიმართ შოვინისტური პოლიტიკა ხორციელდებოდა“.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი