მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია შეხვედრას ამ წუთებში მართავენ. ინფორმაციას "ლელოში" ადასტურებენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, პირისპირ, ერთი-ერთზე მიმდინარეობს და მას სხვა არავინ ესწრება. უცნობია სად მიმდინარეობს შეხვედრა. გახარია და ხაზარაძე შესაძლო გაერთიანებაზე მსჯელობენ, რისკენაც მათ გუშინ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოუწოდა.

გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკებების შემდეგ, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან მივლენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკებები. 

შეხვედრა პრეზიდენტთან 18 საათისთვის შედგება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი