"ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას" | კობახიძის მითითება ბანკებს, სანქციების აღსრულებაზე

გამოქვეყნდა:

ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას - განაცხადა პრემიერმა კობახიძემ აშშ-ის მხრიდან დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით.

კობახიძემ სანქციების აღსრულებაზე, ერთგვარი მითითება გასცა ბანკებისთვის:

"საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის. კონსტიტუციას აქვს თავისი ჩარჩოები. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და კანონმდებლობა და საქართველოში ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. დანარჩენს ყველა ერთად შევხედავთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა და ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. თურნავამ ეს გადაწყვეტილება სპეციალურად ოთარ ფარცხალაძისთვის მიიღო.

ამერიკის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ, საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ კომერციული ბანკები საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს დაიცავენ.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი