"ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია... ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე" | გახარია შესაძლო გაერთიანებაზე

გამოქვეყნდა:

"ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია... ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე", - ამის შესახებ ათონელის სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შუამდგომლობით, მამუკა ხაზარაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარია საუბრობს. 

პირველი, მინდა გითხრათ, რომ მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს იმიტომ რომ მე დღეს აქ პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, ჩვენ არ გვქონდა უარის თქმის უფლება და რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ, ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ ჩვენ, როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა.

მე არ მინდა ბევრ დეტალებზე ვისაუბრო. შემიძილია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო იმიტომ რომ, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები თავის, არ ვიცი, როგორც ხდება ხოლმე. ამიტომ ეს არის რის გამოც ეს გადაიდო, თორემ ჩემი მხრიდან არაფერი არ... 

გავითვალისწინოთ ერთი რამ - კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს პირველ რიგში ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე. მე, გიორგი გახარია და ჩემი გუნდი, ყოველთვის, ყოველდღე, ჩვენი მოღვაწეობის საქართველოში, სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის ვაყენებდით ჩვენი პირადი და, რა თქმა უნდა, პარტიულ ინტერესებზე მაღლა. რასაც ვაკეთებთ დღესაც. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები და მკაფიო, არაფერი აქ საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე იმისთვის, რომ ეს პოზიცია..., - ამბობს გახარია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი