
სენაკის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, რის გამოც სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
ინფიცირებულებთან კონტაქტები უკვე გამოვლენილია, სკოლის შენობას კი სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.
პედაგოგს ჰქონდა კონტაქტი ბათუმიდან ჩამოსულ ადამიანთან და ამ გზით დაინფიცირდა. მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, 2 მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი და დღეს დამატებით150 ტესტის პასუხს ველოდებით, - ამბობს დარეჯან ზარდანია, სენაკის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი.
შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ფიზიკური დასწრებით სწავლა საქართველოს 6 დიდ ქალაქში 1 ოქტომბრამდე გადაიდო და სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში უკვე დაიწყო. მთავრობის ეს გადაწყვეტილება გართულებულმა ეპიდსიტუაციამ განაპირობა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. მათგან გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 23 მილიონი.