
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში დადასტურებული 193 კორონავირუსის შემთხვევიდან 92 აჭარიდანაა, 53 - იმერეთიდან, 31 - თბილისიდან.
ინფიცირების 193 ახალი შემთხვევის რეგიონული განაწილება ასეთია: 92 - აჭარა, 53 - იმერეთი, 31 - თბილისი, 8 - სამეგრელო - ზემო სვანეთი, 7- გურია, 1 - რაჭა ლეჩხუმი, 1 - მცხეთა-მთიანეთი, - ამბობს მარინა ეზუგბაია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 1 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. მათგან გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 23 მილიონი.