ლიბანში რამდენიმე ადგილას უკაბელო მოწყობილობები, სავარაუდოდ, პეიჯერები ისევ აფეთქდა

გამოქვეყნდა:

ლიბანის სახელმწიფო მედიის NNA-ს ცნობით, დღეს ლიბანში რამდენიმე ადგილას, უკაბელო მოწყობილობები, სავარაუდოდ პეიჯერები აფეთქდა.

„არმიის სარდლობა სთხოვს მოქალაქეებს, არ შეიკრიბონ აღნიშნულ რაიონებში, რათა სამედიცინო ჯგუფებმა მისვლა შეძლონ“, - გააფრთხილა ლიბანის არმიამ მოქალაქეები X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

Reuters-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ნაჩვენებია სასწრაფო დახმარების სამსახურები, რომლებიც აფეთქებების ლოკაციებისკენ მიემართებიან.

Agence France Presse-ის მიერ გადაღებულ ცალკეულ ვიდეოში ჩანან ადამიანები, რომლებიც ბეირუთის ქუჩებში, სავარაუდოდ აფეთქებებს გაურბიან.

შეგახსენებთ, ისრაელის სავარაუდო ოპერაციის ფარგლებში, ლიბანში "ჰეზბოლას" რამდენიმე ასეული წევრის პეიჯერები გუშინაც აფეთქდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი