მოსკოვში Wildberries-ის ოფისში სროლის შედეგად დაცვის ორი თანამშრომელი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

მოსკოვში Wildberries-ის ოფისში სროლის შედეგად დაცვის  ორი თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. 

ერთ-ერთი მათგანის სიკვდილი კომპანიის დამფუძნებელმა ტატიანა ბაკალჩუკმა დაადასტურა. 

 ”ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ , Wildberries-ზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად  ჩვენი ოფისის უსაფრთხოების ოფიცერის დაღუპვის გამო,” - წერს ის.

დაცვის მეორე თანამშრომლის გარდაცვალება Forbes-მა, Interfax-მა და RIA Novosti-მ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს.

სროლის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. 

შეგახსენებთ, დღეს მოსკოვის ცენტრში Wildberries-ის ოფისში სროლა იყო

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი