ღუდუშაურის კლინიკის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. "მთავარის" ინფორმაციით, კარანტინში არიან ინფიცირებულის კონტაქტები და ჩვენი არხი ცდილობს კიდევ დამატებითი დეტალების გარკვევას. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 1 პაციენტი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 695;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 494;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 20;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 4 988;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. მათგან გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 23 მილიონი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი