20-მდე ჭრილობა და წინასწარ ნაყიდი ბილეთები ქვეყნიდან გასაქცევად | კესარია აბრამიძის ტრაგიკული მკვლელობის ვერსიები და ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

სადარბაზოში, სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები ბექა ჯაიანის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. ვიდეოში ჩანს, რომ სავარაუდო დამნაშავე კესარია აბრამიძესთან საღამოს 7 საათისთვის მივიდა, 15 წუთში კი კიბეებზე ჩაირბინა და კორპუსი დატოვა. ჩვენი ინფორმაციით, საქმეში დევს მკვლელობის იარაღიც, რომელიც სამართალდამცველებმა აბრამიძის ბინიდან ამოიღეს. 

იქ მცხოვრებლებს ჩხუბის ხმა არ გაუგიათ, გაიგეს მხოლოდ ქალის ყვირილი. გარეთ გასულ ერთ-ერთ მეზობელს კი სწრაფად მიმავალი ჯაიანი სადარბაზოში შეეჩეხა. სწორედ მან იპოვა მოკლული აბრამიძე საკუთარ ბინაში, სცადა სისხლდენა შეეჩერებინა, თუმცა ქალს სხეულის სხვადასხვა არეში 20-მდე ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული და ადგილზე გარდაიცვალა.  

მკვლელობა რომ დიდი ალბათობით დაგეგმილი იყო, ამას ადასტურებს ფრენის  ბილეთი, რომელიც  ჩვენი ინფორმაციით ჯაიანს წინასწარ ჰქონდა ნაყიდი. სამართალდამცველებმა ის ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე  გვიან ღამით დააკავეს. 26 წლის ბექა ჯაიანს გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან. 

მთელი ღამის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ბექა ჯაიანის მამაც. რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძებას, უცნობია, თუმცა ოჯახის სხვა წევრები ამბობენ, რომ ჯაიანისა და კესარია აბრამიძის ნაცნობობის შესახებ იცოდნენ, თუმცა დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ოფიციალურად ჯერ არ არის ცნობილი დანაშაულის მოტივი, თუმცა კესარია აბრამიძის მეგობრები ვარაუდობენ, რომ პარტნიორმა, ქალი, მის მიერ სოციალურ ქსელში დადებული ფოტოებისა და ურთიერთობის გასაჯაროების გამო მოკლა. ასევე ყვებიან, რომ ჯაინს კესარიაზე აქადეც არაერთხელ უძალადია და ამის შესახებ სოციალურ ქსელი რამდენიმე თვის წინ თავად დაზარალებულიც წერდა.

მასზე განხორციელებული ძალადობის მიუხედავად, კესარია აბრამიძეს პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს. მეგობრები ამბობენ, რომ მსხვერპლს სამართალდამცველების იმედი არ ჰქონდა, მითუმეტეს რომ ჯაიანს ძალოვან უწყებებში, როგორც ჩანს, კარგად იცნობენ. ის იყო ერთ-ერთი იმ ზონდერ დაჯგუფების წევრი, რომელებიც ხელისუფლებასთან შეთანხმებით, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მოკლული ქალის მეგობარმა მოგვაწოდა მისი და კესარია აბრამიძის მიმოწერა, რომელიც 3 მაისით თარიღდება. მან შავებში ჩაცმულ ათობით ადამიანში, ამოიცნო ბექა ჯაიანი, ის სხვებთან ერთად გმირთა მოედანზე შეკრებილ ადამიანებს სცემდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი