ჯაიანი დუმილის უფლებას იყენებს | აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ბექა ჯაიანი დუმილის უფლებას იყენებს. მას ბრალი უკვე გააცნეს. სასამართლო პროცესი, სადაც აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებენ, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

გამოძიების მიხედვით, ჯაიანს წინასწარ ჰქონდა განზრახული აბრამიძის მოკვლა, მან შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე იყიდა დანა, რომლითაც შემდეგ გარდაცვლილს 28 ჭრილობა მიაყენა და გაიქცა. ჯაიანი ჯერ თბილისში მოძრაობდა, გამოიცვალა სისხლიანი ზედა, შემდეგ სენაკის მიმართულებით წავიდა, ის ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ დააკავეს.

ადვოკატმა დაკავებული უკვე მოინახულა, მას გადაეცათ საქმის მასალებიც. 

გამოძიება ამბობს, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბექა ჯაიანთან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება - "ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი", სადაც მან დანაშაულის დეტალებზე ისაუბრა. ამ საკითხზე არ საუბრობს ადვოკატი. იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი