"შემოგვთავაზა ისეთი ფორმულირება, რომ ეს რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს" | ხაზარაძე გახარიას შეთავაზებას არ დათანხმდა

გამოქვეყნდა:

მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარით პასუხობს. "ძლიერი საქართველოს" კოალიციაში ყოფილი პრემიერის შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა.

ხაზარაძე გახარიას  შეთავაზებას "სპეცოპერაციას" ადარებს და მოლაპარაკებების პროცესს დეტალურად იხსენებს:

"ზუსტად 9 პუნქტი იქნა ჩამოყალიბებული და ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, გუშინწინ ჩვენ ამ პუნქტებზე შევთანხმდით პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე. დროის სიმცირის, ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ დღეს დრო დასაკარგი არ არის...ამ მოცემულობიდან დავეთანხმეთ ჩვენ, აგვეღო ბაზად ნომერი 9 , შევთანხმდით, რომ ყოფილიყო პარიტეტული მმართველობა, თანასწორუფლებიანი წარმომადგენლობა სიაში. პირველი ნომერი დაგვეთმო ცნობილი, არაპარტიული ადამიანისთვის და იყო რამდენიმე სახელი დასახელებული...

მან დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი ფორმულირება, ისეთი რამ, რაც არა თუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ მგონია, რომ ეს რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს. მეტ განმარტებას არ გავაკეთებ. ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც აქამდე ვაშენებდით. აქედან გამომდინარე ჩვენ ამით ყველაფერი ვთქვით - აქ ვართ, დღესაც მზად ვართ ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რაც პრეზიდენტთან იქნა შეთანხმებული, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ხვალ დილიდან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას" ამბობს ხაზარაძე.

იხილეთ:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი