უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალურია | EU-ს ელჩი ადასტურებს, რომ შეზღუდვების ყველა ვარიანტს განიხილავენ

გამოქვეყნდა:

უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის ბრიუსელი მზად არის. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ადასტურებენ, რომ საკითხი დღის წესრიგში დგას თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული. მთავარი აქტორი კი ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებაა. თუ ქართული ოცნება უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას მაშინ ევროპის ქვეყნების საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ღია დარჩება. იმ შემთხვევაში კი თუ ოლიგარქის რეჟიმი არჩევნებს გააყალბებს და მითუმეტეს აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს ბრიუსელი ყველა სხვა შეზღუდვასთან ერთად უვიზო მიმოსვლასაც შეაჩერებს.

უვიზოდ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში 2017 წლიდან მარტიდან  გადაადგილდებიან. ვიზალიბერალიზაცია შენგენის ზონის ქვეყნებთან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ უვიზოდ მიმოსვლის თუნდაც დროებით შეჩერებაზე სრული პასუხისმგებლობა ოლიგარქისა და მის პარტიას ეკისრება და ამიტომაც ოცნების ანტიდემოკრატიულ ქცევას პასუხი ქართველმა ხალხმა ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გასცეს. 

იხილეთ:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი