"თვალი მოვკარი" - კალაძე IPSOS-ის კვლვებს არ ენდობა და პარტიულს უწოდებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" როგორც ყველა დანარჩენს, არც IPSOS-ის კვლვებს ენდობა და პარტიულს უწოდებს. კალაძე ამბობს, რომ კვლვებს "თვალი მოკრა" და "ენმ" ხელისუფლებაში ყოფნისას ჯერ არჩევნებს აყალბებდა, ახლა კი - კვლევებს.

ის, რაც გუშინ აჩვენეს, ყველფერს ცდება - ამბობს კალაძე. მისივე თქმით, კოალიციური თავრობა არ იქნება და "ქართული ოცნება" არჩევნებს უპირობოდ მოიგებს:

ბოლო დროს ძალიან ბევრი კვლევა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი შემიძლია, ვთქვა, თუ წინა წლებში, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და აყალბებდა არჩევნებს, ახლა ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით- ამბობს კალაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე კი მესამე პრეზიდენტის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ "ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით" .

რაც შეეხება ოპოზიციას. როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციონერების თქმით, IPSOS-ის კვლვით ირკვევა, რომ ხალხი ცვლილებებს ითხოვს, მზადაა ხელისუფლების შესაცვლელად და ვარაუდობენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანას კოალიციური მთავრობა ეყოლება. მათივე თქმით, "ქართული ოცნება" უნდა შეეგუოს, რომ ხელისუფლებიდან წასვლა მოუწევს.

გუშინ ტელეკომპანია “მთავარის” დაკვეთით კვლევა გამოქვეყნდა, სადაც საერთო ჯამში ოპოზიციური ხმები, აჭარბებს ამჟამინდელი მმართველი გუნდისას. 

IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი