სარჩელის განხილვის დასრულებიდან 22 დღე გავიდა | რატომ არ აცხადებს საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონზე გადაწყვეტილების გამოცხადებას აგვიანებს. მოსამართლეები მერაბ ტურავას ხელმძღვანელობით სათათბიროდ 31 აგვისტოს აგვიდნენ, თუმცა 22 დღის შემდეგაც პლენუმი ისევ დუმს.

მოსარჩელეები ვარაუდობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ზუსტ მითითებებს ელოდებოდნენ, რათა შემდეგ გამოვიდნენ და წარმოადგინონ გადაწყვეტილება, რომლის მოსმენაც ხელისუფლებას სურს, ან ცდილობენ, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ მიიღონ, როს გამოც ჭიანურდება პროცესი.

"როგორც მოსარჩელეთა წარმომადგენელი და როგორც კონსტიტუციური სამართლის იურისტი, მიმაჩნია, რომ ეს საქმე თავისი შინაარსით არის იმდენად მარტივი, რომ ჩემთვის სამართლებრივად გაურკვეველია რატომ შეიძლება სჭირდებოდეს სასამართლოში ამდენი დრო. თან ეს დრო უნდა ავითვალოთ არა განმწესრიგებელი სხდომის დასრულებიდან, არამედ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის მომენტიდან, რაც უდრის უკვე თვე ნახევარს," - ამბობს IDFI-ის იურისტი, გიორგი დავითური.

"მთის ამბების" დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის თქმით გაურკვეველია რა საჭიროა სათათბიროდ ამდენი დრო მაშინ, როცა "ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა დიდი ხანია ამოიწურა, საფინანსო დეკლარაციების წარდგენის ვადაც ამოიწურა, ვინც ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ. საჯარო რეესტრის სააგენტოს, როგორც მათ პროცესზე თქვეს უკვე აქვთ საშუალება, რომ დაეწყოთ იძულებითი რეგისტრაციის პროცესი, ანუ ვინც რუსულ კანონს დაუმორჩილებლობას ვიცხადებთ".

ასევე ექსპერტების თქმით, საინტერესოა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რატომ შეიტანა ცვლილებები "აგენტების რეესტრში" მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესში, მანამდე სანამ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი