საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში რეკორდული, 151 მილიონი ლარი შევიდა

გამოქვეყნდა:

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში რეკორდული, 151 მილიონი ლარი შევიდა - ამის შესახებ ინფორმაციას BMG, ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, 90.8 მილიონი ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, 60.5 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში მიიმართა.

შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობამ 140.3 მილიონი ლარი შეადგინა, შესაბამისად ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები წელს 10 მილიონით გაიზარდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი