კობახიძის ვიზიტი აშშ-ში | "ოცნების" ხელისუფლება პოლიტიკურ იზოლაციაშია

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის ხელისუფლება სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. პოლიტიკურ ჩიხში მოქცეული "ქართული ოცნება" უპრეცედენტო გადაწყვეტილებისთვის ემზადება. ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ოფიციალურ ვაშინგტონთან კონფრონტაციას აღრმავებს და დიპლომატიური ურთერთობების ფაქტობრივად შეწყვეტას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონიდან ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. "ოცნების" მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა ბაიდენის ადმინისტრაციაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ოფიციალური ვაშინგტონი მზად არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად - მიზეზი "ოცნების" დამფუძნებლის რუს ოლიგარქებსა და რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და ინტერესების გატარებაა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი