"ანტიკორუფციული ბიურო ზუსტად მოქმედებს" | პაპუაშვილი კუპრაშვილს დღევანდელ გადაწყვეტილებას უწონებს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე, "აირჩიე ევროპასა" და TI-ის "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" ცნობის შესახებ, ისაუბრა და განაცხადა, რომ უწყება ზუსტად მოქმედებს და ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ექნება მათი მხარდაჭერა თუ კანონთან შესაბამისად იმოქმედებენ და დარღვევებს ამხელენ.

"ანტიკორუფციული ბიურო რომ ძალიან სკრუპულოზურად და ზუსტად მოქმედებს, ფაქტებითაც დასტურდება. თქვენ გახსოვთ, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, მოძრაობა "თავისუფლების მოედანი", გამოაცხადეს საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად, იქაც სკანდალი ჰქონდათ, რომ ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი და ა.შ.. შემდეგ ხომ აღმოჩნდა ყველა პარტიაში, "ლელოში" ხომ? მერე იყო მოძრაობა "აირჩიე ევროპა", სადაც ასევე ჰქონდათ ატეხილი ერთი ამბავი, რომ ეს აქტივიზმია, გუშინ ვნახეთ მისი ერთ-ერთი წევრი ბატონი ჭყონია პარტიაში გაწევრიანდა. აქაც იგივე იქნება საბოლოო ჯამში. ამიტომ, მე ერთადერთი რასაც ვხედავ და მოვუწოდებ განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, იმუშაონ ძალიან სკრუპულოზურად, დეტალურად, კანონთან ახლოს და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ექნებათ მხარდაჭერა იმაში, რომ ამხილონ თუკი სადმე რამე არის დარღვევები," - განაცხადა პაპუაშვილმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი