პრეზიდენტის პოლიტიკური განაჩენი "ოცნებას" | სალომე ზურაბიშვილის მორიგი კრიტიკული გზავნილები

გამოქვეყნდა:

"ოცნებამ" იცის, რომ ის ხმებით არჩევნებს ვერ მოიგებს და ძალაუფლების შენარჩუნებას ვითარების დაძაბვით შეეცდება", - ამ გაცხადებას სალომე ზურაბიშვილი აკეთებს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს პირდაპირ სდებს ბრალს რუსული დავალებების შესრულებაში.

პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან გარისკა, თუმცა გაერთიანება არ გამოვიდა. მისი თქმით, პარტიების გაერთიანება და კოალიციის გაფართოება საზოგადოების დაკვეთა იყო, აქედან გამომდინარე მსგავსი ინიციატივა "დროულიც იყო და აუცილებელიც", მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ვერ შედგა. 

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ჩაშლილი მოლაპარაკებებისა, ამ პროცესში პოზიტიური ცვლილებებიც მოხდა - პრეზიდენტის თქმით, "გახარია საქართველოსთვის და "ძლიერი საქართველო" არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე მიიღებენ, თუმცა გამოჩნდა, რომ ისინი ერთი მიზნისთვის იბრძვიან.

"არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ ვისი ბრალი იყო [მოლაპარაკებების ჩაშლა]. ალბათ ყველასი და არავისი... იმ წარსულის, რომელიც ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს ამ ქვეყანაში. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხელის შემშლელია და იქნება ალბათ.." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ "ოცნება" დღითიდღე ავლენს პრორუსულ სახეს: "ოცნებისა" და ივანიშვილის პოლიტიკა დღითიდღე ცხადად ხდება პრორუსული... პრო აღარ არის, ეს უკვე რუსულობაა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი