"ოცნება" ვაშინგტონიდან ელჩის გამოწვევის შესაძლებლობას არ უარყოფს | კობახიძის აშშ-ში ვიზიტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე ერთი ნაბიჯი რჩება. "ქართულ ოცნებაში" ვაშინგტონიდან ელჩის გამოწვევის შესაძლებლობას არ უარყოფენ.

ოფიციალურ ვაშინგტონთან უპრეცედენტოდ დაძაბული ურთიერთობების ფონზე, მეორე დღეა ნიუ-იორკში იმყოფება პრემიერმინისტრი. გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად, ირაკლი კობახიზე შეერთებულ შტატებში საგანგებო მისიით არის მივლენილი, თუმცა, სავარაუდოდ, "ოცნების" მთავრობის მეთაურის ეს ვიზიტი ისე დასრულდება, რომ კობახიძე ქვეყნის ერთპიროვული მმართველის ივანიშვილის დავალებას ვერ შეასრულებს.

მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის დაწესებულ სანქციებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და შეერთებული შტატები მორიგ ჯერზე დაადანაშაულა.

"ჩვენ წინასწარ არ ვსაუბრობთ იმ ზომებზე, რომელზეც მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუკი გაგრძელდება ქართველ ხალხზე თავდასხმა ასეთი სახით. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არასწორი ტრაექტორია საქართველოსთან ურთიერთობის შეიცვლება...

სავიზო შეზღუდვებზე ახლა აქ კომენტარიც არ არის საჭირო. მათი ქვეყანა არის, ვისაც უნდა შეუშვებენ, ვისაც უნდა, არა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაქვს, ჩვენთანაც არ ვუშვებთ ხოლმე ხანდახან, მათ შორის, ამერიკის მოქალაქეებიც ყოფილან, ვინც არ შემოუშვიათ. მეორე საკითხი არის საფინანსო სანქციები, რომელზეც არც ერთი მტკიცებულება არ გვინახავს საერთოდ. არც ერთი. არის განცხადებები მხოლოდ. ეს არ ვიცი ეხლა, არ მინდა იმ ქვეყნის სახელით ვთქვა, რომელი ქვეყნის სტანდატი შეიძლება ეს იყოს მაგრამ ძალიან რომ უყვართ ხოლმე იარლიყის მიწეპება, აი იმ ქვეყნის სახელი მოუხდებოდა, აი ეს სტანდარტია რაც ჩვენ ვნახეთ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ფაქტობრივად ერთ ოთახში, ერთ ღილაკზე დაჭერით აღმოჩნდა, რომ შეუძლიათ საფინანსო სისტემიდან გააქრონ ვიღაც ინდივიდი. ეს ალბათფილმებში გვინახავს მხოლოდ", - თქვა პაპუაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი