"ეს ბუნებრივია და ამაზე უარესი განვითარებაც მოსალოდნელია "ოცნებისთვის" | ნიკა გვარამია აშშ-ში კობახიძის შეხვედრების გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძისთვის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღების გაუქმება სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან "ქართული ოცნება" ანტიდასავლური და ანტიქართულია.

"როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს არ გამიხარდა, რომ კობახიძეს გაუუქმეს შეხვედრა, მაგრამ სრულიად ბუნებრივად მიმაჩნია ეგ ამბავი იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე და "ოცნების" ხელისუფლება არის ანტიქართული და ანტიდასავლური და ეს ბუნებრივია და ამაზე უარესი განვითარებაც შესაძლებელია და მოსალოდნელია "ოცნებისთვის". მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რასაც ყოველთვის ვამბობ, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება აქ, ჩვენს მიერ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად მივიღებთ და შევძლებთ ქართველი ხალხის ნების დაცვას და აღსრულებას," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი