რუსეთის მხრიდან შანტაჟის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ რუსულ-აფხაზური "შეთანხმება" დაამტკიცა.
სწორედ ამ "დოკუმენტის" დამტკიცების მოთხოვნით შეუჩერა მოსკოვმა სოხუმს 1-ელ სექტემბერს დაფინანსება.
"შეთანხმების რატიფიცირება ახალ შესაძლებლობებს გახსნის ჩვენი ეროვნული მეწარმეებისთვის და საშუალებას მოგვცემს მათი მხარდაჭერის“, - განაცხადა შეხვედრაზე აფხაზეთის იუსტიციის "მინისტრმა" ანრი ბარციცმა.
რატიფიცირებას მხარი 27-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა კი თავი შეიკავა.
იქამდე, განხილვაზე არ დაუშვეს ჟურნალისტები.