მე, ზურაბ გირჩი- ჯაფარიძე და ნიკა მელია სიაში ვიქნებით | ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მელია კოალიციის საპარლამენტო სიაში იქნებიან და ნიკა გვარამიას მიდგომას პლატფორმის ახალგაზრდებისთვის გადაცემის შესახებ თითოეული მათგანი იზიარებს.

"ბუნებრივია ჩვენთვის ყველაზე მთავარი მოტივაცია არის, რას ვთავაზობთ საზოგადოებას და ნიკას პრინციპული გადაწყვეტილება, ძალიან დიდი ხნის წინ პრაქტიკულად კოალიციის შექმნის დღიდან იყო, რომ მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმა შესთავაზოს ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, ვისაც თქვენ ნახავთ სიაში, ახალ ხალხს პოლიტიკაში და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც, პრაქტიკულად, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა და ბოლომდე შეასრულა. ამიტომ ჩვენ, მე, ზურა და ნიკა მელია სიაში ვიქნებით, თუმცა თავისთავად სიის კომპოზიცია და მიდგომა, რაზეც ნიკამ ისაუბრა ამას ვიზიარებთ აბსოლუტურად ყველა," - ამბობს ხოშტარია.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ დღეს განაცხადა, რომ საპარლამენტო სიაში ის არ იქნება. მისივე თქმით, სია ხვალ გახდება ცნობილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი