მღვდელმთავრების წინასაარჩევნო კამპანია - არღვევენ თუ არა სასულიერო პირები წესებს

გამოქვეყნდა:

მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დასწრება "ქართულ ოცნების" პარტიულ შეკრებებზე უკვე ჩვეული დღისწესრიგი გახდა. ირღვევა თუ არა ამით წესები?! - დღეს ამ კითხვას თეოლოგები, პოლიტიკოსები და თავად სასულიერო პირები პასუხობდნენ.

მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "აღზნებულები არიან" და დასამშვიდებლის მიტანა შესთავაზა. ეს ის სერაფიმე ჯოჯუაა, რომელსაც წლების წინ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია ებარა. 2016 წელს, მას შემდეგ, რაც მრევლმა არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის კავშირის მცდელობაში დაადანაშაულა, საპატრიარქომ რეგიონს გაარიდა.

პატრიარქის თანამოსაყრდე, მეუფე შიო არ თვლის, რომ მღვდელმთავრების პოლიტიკურ ღონისძიებებზე დასწრება დანაშაულია. სასულიერო პირებიც რომ ადამიანები არიან, შეგვახსენა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა. უფრო მეტის გაცნობა კი მედიისთვის საპატრიარქოს პრეს-სამსახურის წარმოამდგენელს დაავალა.

სასულიერო პირები რომ ყოველთვის ხლეისუფლებაში მყოფს დაუჭერენ მხარს არ დაუმალავს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს - მეუფე ანტონი დღეს უჩვეულოდ გულწრფელი იყო და აღიარა, რომ ყოველთვის მის გვერდით იქნება, ვიცნც მართვის სადავეებს ფლობს. 

სასულიერო პირების საარჩევნო შეხვედრებზე სიარული არ ეუხერხულება თბილსიის მერს. კახი კალაძე მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიას ყველა სექტორში ჰყავს ამომრჩეველი, მათ შორისაა ეკლესიაც . 

არღვევენ თუ არა სასულიერო პირები საპატრიარქოს წესს? თეოლოგები თვლიან, რომ ეკლესია დამოუკიდებელი და აპოლიტიკური ინსტიტუტია. სასულიერო პირების ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში კი საეკლესიო ნორმებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

იქნება თუ არა მომგებიანი მმართველი გუნდისთვის ეკლესიის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში,  ჯერ-ეჯერობთ უცნობია.

ავტორი: საბა ბუაძე.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი