"ძალიან ვწუხვართ... ვფიქრობ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას" | დარჩიაშვილი აშშ-ში კობახიძის შეხვედრების გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

"ძალიან ვწუხვართ... ვფიქრობ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას", - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ამერიკაში პრემიერ კობახიძისა და საქართველოს დელეგაციისთვის გაუქმებულ შეხვედრებს. 

“ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველოს ხელისუფლება, როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას და მზაობას, ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ორმხრივ ფორმატში, აშშ-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით მზადყოფნას ღია, გახსნილი, გულწრფელი დიალოგის და დღესაც იგივე პოზიციას ვინარჩუნებთ მიუხედავად ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებისა, რომელიც იქნა მიღებული. ჩვენ მზაობას გამოვხატავთ, რომ გვქონდეს ღია დისკუსია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ დიალოგს, აზრების ურთიერთგაცვლას არ აქვს ალტერნატივა.

არსებობს საკითხები, როდესაც ქვეყნებს აქვთ სხვადასხვა შეხედულებები ზოგადად და დიალოგი, პარტნიორობა და მეგობრობა ჩვენ ვიცით სწორედ ამ მიმართულებით, როდესაც არის ღია, გულწრფელი საუბარი. ჩვენ ამისთვის კვლავ გამოვხატავთ მზაობას რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგი არის ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ისაუბრონ ურთიერთობების გაღრმავებაზე და განვითარებაზე.

[...]

ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორებმა, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას. მინდა დავაფიქსირო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის დიალოგი არის ერთადერთი გზა, განსაკუთრებით დიპლომატიაში საუბარი, ურთიერთობებში არსებული საკითხების განხილვას არ აქვს არანაირი ალტერნატივა”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი